ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივა 

რამდენიმე საათის წინ ძალაში შევიდა პუტინის ბრძანება, რომელიც უკრაინაში ცეცხლის 72 საათით შეწყვეტას გულისხმობს.

ოფიციალური კიევი ზავის დარღვევის არაერთ ფაქტზე საუბრობს. უკრაინის შეიარაღებული ძალები იმ რაიონებს ასახელებენ, რომლებზეც რუსეთმა საჰაერო იერიშები მიიტანა. ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამდღიანი რეჟიმი 11 მაისამდე იმოქმედებს. ფრონტის ხაზზე დაფიქსირებული შეტაკებები უკრაინის ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ რუსეთს მშვიდობის დამყარება არ სურს. თუმცა კონტრბრალდება ისმის მოსკოვიდან. რუსეთი სამდღიანი რეჟიმის დარღვევაში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს. განცხადებები ადასტურებს, რომ 72-საათიანმა რეჟიმმა ომის დასასრულებლად მიმდინარე მოლაპარაკების და მშვიდობის დამყარების პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა. ამ კონტექსტში განიხილება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის კომენტარიც. დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, რუსეთსა და უკრაინას შორის დიალოგის დაწყება ვერ ხერხდება.