ცეცხლის შეწყვეტა უკრაინაში - აშშ-ს და ევროკავშირის განსხვავებული პოზიციები 

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უახლოეს მომავალში არ გაიმართება – ინფორმაციას თეთრი სახლის წყაროზე დაყრდნობით „როიტერი“ ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ გაურკვეველია კონკრეტულად როდის შედგება შეხვედრა, ევროკავშირი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ლიდერთან ტრამპის კონსულტაციები, ბრიუსელისა და კიევის ჩართულობის გარეშე უშედეგო იქნება. ევროგაერთიანება მოსკოვის მიმართ ზეწოლის გაძლიერების მომხრეა. რაც შეეხება კიევის პოზიციას, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს. დონალდ ტრამპი კი, რომელიც პუტინის ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებას უკვე მეორედ შეეცდება, აღიარებს, რომ რუსეთისა და უკრაინის მორიგება საკმაოდ რთული აღმოჩნდა.