„ცე“ ჰეპატიტის პროგრამა  

შევა თუ არა ცვლილებები „ცე“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში.

საუბარია იმაზე, გახდება თუ არა ფასიანი დაავადების მკურნალობა მას შემდეგ, რაც 2020 წელს ვადა გაუვა მემურანდუმს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ 4 წლის წინ, მსხვილ ფარმაცევტულ კომპანია „გილიადთან“ გააფორმა. სამინიტროში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ „ცე“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ფასიანი გახდება, თუმცა გარკვეულ ცვლილებებს არ გამორიცხავენ. თავის მხრივ, პროგრამის გამოწვევებზე საუბრობენ სფეროს სპეციალისტები. ოპოზიცია კი, ხელისუფლებას პროგრამის განხორციელების ტემპებს უწუნებს. პარალელურად მკურნალობის გარდა, 1 ივლისიდან უფასო ხდება „ცე“ ჰეპატიტის დიაგნოსტიკა.

თამარ წიკლაური დეტალებით.