ცაგერში წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე აღნიშნეს

წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე აღნიშნეს ცაგერში. მიტროპოლიტმა სტეფანემ საზეიმო წირვა ცაგერის საკათედრო ტაძარში აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ, მორწმუნეებმა წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მონასტერში გადაინაცვლეს, სადაც პარაკლისი აღევლინა.

დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით, ცაგერში ხონისა და სამტრედიის, ასევე ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტებიც ჩავიდნენ.