ცაბაძის ქუჩაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდა

12:03, 28.02.2018

ცაბაძის ქუჩაზე დამწვარი სავაჭრო ცენტრის მოვაჭრეებს ტერიტორიაზე შესვლისა და გადარჩენილი პროდუქციის გამოტანის საშუალება ამ დრომდე არ ეძლევათ. ადგილზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები სრულად დასრულებულია, თუმცა ტერიტორიაზე პრევენციის მიზნით მაინც რჩება ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, ასევე მუშაობას განაგრძობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

მსგავსი