C ჰეპატიტის ელიმინაციის მეხუთე ეროვნული სამუშაო შეხვედრა გაიმართა

C ჰეპატიტის ელიმინაციის მეხუთე ეროვნული სამუშაო შეხვედრა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, გაიმართა.  შეხვედრის მთავარ თემას C ჰეპატიტთან დაკავშირებული სერვისების დეცენტრალიზაცია და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენდა.

სერვისების დეცენტრალიზაციის მიზანია, მოსახლეობისთვის HCV  პროგრამაში ჩართვა გამარტივდეს, შემცირდეს დიაგნოსტიკასა და მკურნალობასთან დაკავშირებული ბარიერები, ტრანსპორტირების ხარჯები, შეიქმნას სკრინინგის, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში ჩართვის სერვისების, საჭირო კონსულტაციების მიღების შესაძლებლობა ერთი ფანჯრის პრინციპით.