ბზობის დღესასწაული – ქადაგება ბოდბეში
ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში მრევლს ქადაგებით მიმართა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა. მეუფე იაკობმა ილია მეორის ღვაწლზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ პატრიარქის სიკვდილმა ერი გააერთიანა. მან მრევლს ამ ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, ილია მეორეს საქართველოზე ძალიან არავინ და არაფერი ჰყვარებია. მან მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდა თაობის მოსმენა მნიშვნელოვანია.