ბზობის დღესასწაული
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა. სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება მამა ილია ნასიძემ აღავლინა. ბზობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და აღდგომის წინა კვირას აღინიშნება. ამ დღეს ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას იხსენებს.
მორწმუნეები ტაძარში ბზის ტოტებით მიდიან, რომელსაც შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.