ბზობა – ქადაგება ბოდბეში

21:45, 05.04.2026

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბზობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და აღდგომის წინა კვირას აღინიშნება. ამ დღეს ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას იხსენებს. მორწმუნეები ტაძარში ბზის ტოტებით მიდიან, რომელსაც შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ინახავენ. ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში მრევლს ქადაგებით მიმართა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა. მეუფე იაკობმა ილია მეორის ღვაწლზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ პატრიარქის გარდაცვალებამ ერი გააერთიანა. მან მრევლს ამ ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, ილია მეორეს საქართველოზე ძალიან არავინ და არაფერი ჰყვარებია. მღვდელმთავარმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდა თაობის მოსმენა მნიშვნელოვანია.

მსგავსი