ბუტა რობაქიძის საქმის არსებითი განხილვა

ხუთწლიანი სასამართლო განხილვების შემდეგ ბუტა რობაქიძის საქმის არსებითი განხილვა ფინალურ ეტაპს უახლოვდება.

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურა დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობისას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას მთავარი საგამოძიებო უწყება 5 პირს – გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზაზა ბაქრაძეს, ზურა მიქაძესა და დავით იაშვილს ედავება.

ბრალდებულებიდან დანაშაულს მხოლოდ ზაზა ბაქრაძე აღიარებს.

პროკურატურის შემდეგ დასკვნით სიტყვას დაცვის მხარე წარმოთქვამს.

მოსამართლეს 2018 წლის ბოლომდე აქვს ვადა, რათა ამ საქმეზე განაჩენი გამოაცხადოს.