ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურამ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა მოიტანა

ექსპერტიზის ახალი დასკვნა ბუტა რობაქიძის საქმეზე. დღეს პროკურატურამ სხდომაზე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა მოიტანა, საქმის ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებაზე – ვიდეოფირზე. მოსამართლემ დაუშვა მტკიცებულება განსახილველად, რასაც დაცვის მხარის პროტესტი მოჰყვა.

ადვოკატებმა და ბრალდებულებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა, არც ეს დააკმაყოფილა მოსამართლემ.