ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა

ბუტა რობაქიძის საქმეზე, სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა: გადაცემა პატრულის პროდიუსერი და იმ ჟურნალისტის და, რომელმაც შემთხვევის ადგილი გადაიღო.

გოჩა მუკბანიანის ჩვენებით, შემთხვევის ადგილზე თავდაპირველად იარაღი არ ყოფილა. მისი და აცხადებს, რომ 2004 წლის 24 ნოემბრის მოვლენების შემდეგ, მის ოჯახზე განხორციელდა ზეწოლა.

გოჩა მუკბანიანის სიტყვები სასამართლოს დღეს მისმა ყოფილმა პროდიუსერმაც დაუდასტურა.

მარიამ ქურდიანი თემის დეტალებით.