ბუტა რობაქიძის საქმე - დღეს ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას დაასრულებს

ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას ასრულებს. სხდომაზე პროკურატურა ერთი მოწმის ჩვენებას გამოაქვეყნებს, რომელიც 2004 წლის 24 ნოემბერს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. ამის შემდეგ საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას უკვე დაცვის მხარე დაიწყებს.

ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობისას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას მთავარი საგამოძიებო უწყება  შსს-ს 5 ექსმაღალჩინოსანს ედავება.