ბუტა რობაქიძის საქმეზე ძებნილ ზურაბ ადეიშვილისა და ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო სხდომა იმართება. დღევანდელი პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. სხდომაზე ერთი მოწმე დაიკითხება, რომელმაც საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერზე ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება.
საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილსა და ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ 2019 წლის 19 ნოემბერს წაუყენა ბრალი. გამოძიება მათ ბუტა რობაქიძისა და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
ირაკლი ოქრუაშვილი არც დღევანდელ სხდომას ესწრება, ზურაბ ადეიშვილი კი, ძებნილად არის გამოცხადებული.