ბუტა რობაქიძის საქმე

დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა ბუტა რობაქიძის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

დღევანდელ სხდომაზე ვიდეო და სამედიცინო ექსპერტებს მოუსმინეს. ვიდეოქსპერტმა, რომელმაც  საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, ვიდეოჩანაწერი შეისწავლა, აღნიშნა რომ ფირზე რამდენიმე წყვეტა ფიქსირდება, თუმცა, მას არ შეუძლია დაბეჯითებით თქვას, არის თუ არა ეს წყვეტა მონტაჟის შედეგი. სახელმწიფო ბრალდება კი ამტკიცებს, რომ ფირი დამონტაჟებულია.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს გამოძიება ბუტა რობაქიძის საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციას, მათ შორის ადგილზე გადაღებული ვიდეომასალის გაყალბებასა და უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.