ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმე

ბუტა რობაქიძის საქმეში მაშინდელი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს ია მეტრეველი.

ბუტა რობაქიძის დედის განმარტებით, შემაშფოთებელია სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც ადეიშვილი გამართლდა. მეტრეველი ასევე ეხმაურება ირაკლი ოქრუაშვილისთვის შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთას. აღნიშნულ მუხლს ამნისტია შეეხო და სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა ხუთი წელი და სამი თვე განისაზღვრა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება დაგვიანებულია. მეტრეველი, ოქრუაშვილის ადვოკატს სიცრუეშიც ადანაშაულებს და ამბობს, რომ ადვოკატის განცხადება, რომ მტკიცებულებები არ არსებობს, მცდარია.