არჩევნები ელექტრონული წესით, თუ მობილური ტელეფონებით – პაატა ბურჭულაძის ინიციატივა, რამაც პოლიტიკურ სპექტრში ბუნდოვანება გამოიწვია.
ცოტა ხნის წინ, მის მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც ოპოზიციური პარტიებიდან ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, გრძელდება განხილვა, თუ როგორ შეძლებს ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნების ალტერანტიული პროცესების შექმნას ხალხის სახელით. იმ პარტიებს კი, რომლებიც ჯერ კიდევ განიხილავენ თვითმმართველობის არჩევნებში მოანწილეობას, მოუწოდებენ რომ არ შეყვნენ „ქართულ ოცნებას“ ამ პროცესში და არ მისცენ შესაძლებლობა, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია მოხდეს.