ბურჭულაძის მიმართვა – გამოხმაურება
პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბრის ძალადობრივი პროცესების მონაწილეებს საპატიმროდან მიმართავს და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს. ვერ შემდგარი დამხობის მთავარი ორგანიზატორი, რომელსაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობისთვის შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, პროკურატურასთან თანამშრომლობაში დამამცირებელს ვერაფერს ხედავს და ამ შესაძლებლობის გამოყენებისკენ ყველა მსჯავრდებულს მოუწოდებს. ვინ გაითვალისწინებს მსოფლიო ბანის მოთხოვნას უახლოეს მომავალში გამოჩნდება. ამ ეტაპზე უცნობია კიდევ ვინ შეუერთდება იმ 34 მსჯავრდებულს, ვინც დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. მანამდე კი პროკურატურასთან თანამშრომლობის თაობაზე პაატა ბურჭულაძის მოწოდებამ პოლიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია.