პაატა ბურჭულაძის ინიციატივა, არჩევნების ტელეფონით ჩატარებასთან დაკავშირებით, კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციისთვის ამ იდეის დეტალები ცნობილი არაა. ნაწილი აცხადებს, რომ თუ ბურჭულაძის ინიციატივა არჩევნების ელექტრონული, ონლაინ წესით ხმის მიცემას გულისხმობს, ეს მათთვის მისაღებია. თუმცა, აღნიშნავენ იმასაც, რომ ონლაინ არჩევნებამდე სხვა ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ გადასაჭრელი. მმართველ გუნდში კი ბურჭულაძის განცხადებას არასერიოზულს უწოდებენ.