ბურჭულაძის განცხადება – მორიგი დაპირისპირების მიზეზი ოპოზიციაში

21:12, 26.09.2026

ქართული პოლიტიკის აქტუალური ჟანრი – წერილები ციხიდან ამჯერად პაატა ბურჭულაძის ავტორობით. პატიმრობის თითქმის ერთი წლის თავზე, 4 ოქტომბრის საქმეზე გასამართლებული, ისევ ვერშემდგარი დამხობის იდეის ერთგულია და სასამართლოს მიერ დანაშაულად შეფასებული საქმის არჩევნებით დაკანონებას ითხოვს. კრიტიკოს ოპოზიციონერებს კრიტიკითვე პასუხობს და დაუსრულებელი ლაპარაკისა და აზრების გამოთქმის გარდა, უკეთეს სამოქმედო გეგმას მოითხოვს.

თანამოაზრეები ბურჭულაძეს ისევ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გამოუჩნდნენ, ოპოზიციის ნაწილისთვის კი მოწოდება ციხიდან კიდევ ერთხელ გახდა ბურჭულაძის კრიტიკის მიზეზი.

მსგავსი