ბუნებრივი აირით მოწამვლის და გარდაცვალების სტატისტიკა

როგორია ბუნებრივი აირით მოწამვლის და გარდაცვალების სტატისტიკა.

თბილისში ბოლო სამ წელში 86 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია პირველ არხს „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ მიაწოდა.

2018 წელს დედაქალაქში ბუნებრივი აირით მოწამვლის 98 და გარდაცვალების 27 ფაქტი დაფიქსირდა.

2017 წელს 62 ადამიანი მოიწამლა, 30 კი დაიღუპა, ხოლო 2016 წელს მოწამვლის 125 და გარდაცვალების 29 შემთხვევა დაფიქსირდა.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისში” აცხადებენ, რომ დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს დღის განმავლობაში გააკეთებენ.