ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევები 

ბუნებრივი აირის კიდევ ორი მსხვერპლი. უბედური შემთხვევა ისევ რუსთავში მოხდა.

წინასწარი ვერსიით, ცოლ-ქმრის გარდაცვალების მიზეზი არასწორად დამონტაჟებული გაზის მოწყობილობა გახდა. როგორც ირკვევა, სექტემბერში სახლი შემოწმებული იყო და დანადგარის დემონტაჟიც მოხდა.

ჯერ ისევ წერის პროცესშია კანონპროექტი, რომელიც გაზის დანადგარების თვითნებური მონტაჟის შემთხვევებს მკაცრად გააკონტროლებს.