ბუნებრივ ბარიერს „რესპუბლიკელები“ პარლამენტში მხარს დაუჭერენ

პირველი რეაგირება ოპოზიციის რიგებიდან „ქართული ოცნების“ წინადადებაზე. თუ 2024 წელს საპარლამენტო პროპორციული არჩევნების ბუნებრივი ბარიერით ჩატარების იდეა კანონპროექტად იქცევა, „რესპუბლიკური პარტია“ პარლამენტში ერთჯერადად შესასვლელად და კენჭისყრაში მონაწილეობისთვის მზად არის. თუმცა, ბლოკში „ძალა ერთობაშია“, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად გაერთიანებული „რესპუბლიკელების“ ხმები პროექტის მისაღებად საჭირო საკონსტიტუციო უმრავლესობას მაინც ვერ ავსებს, ამიტომ ანალოგიური ნაბიჯის გადადგმაში პარტიამ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტნიორებიც უნდა დაარწმუნოს. საინტერესოა, გახდება თუ არა ხათუნა სამნიძის განცხადება ოპოზიციაში ახალი უთანხმოების მიზეზი. ცალკე საკითხია ისიც, ნიშნავს თუ არა თუნდაც ერთჯერადად შესვლა პარლამენტის ლეგიტიმაციის აღიარებას იმ ფონზე, როცა ამავე პარტიის წევრებს სწორედ ლეგიტიმაციის არაღიარების მოტივით სადეპუტატო მანდატების გაუქმებაზე ოფიციალური განცხადებები აქვთ დაწერილი.

თეონა მანაგაძემ მოისმინა მხარეთა პოზიციები.