ბუნდესტაგის ოთხი საპარლამენტო ჯგუფის განცხადება

ბუნდესტაგის ოთხი საპარლამენტო ჯგუფის წარმომადგენლები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებელი დამკვირვებლების მხრიდან იყო არაერთი მინიშნება არჩევნებზე სერიოზული გავლენისა და მანიპულაციების შესახებ. ამასთან, განცხადების ავტორები გმობენ, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეწყვიტოს ძალისხმევა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში საპროტესტო აქციები უკვე კრიტიკულ ნიშნულზეა. განცხადების მიხედვით, სწორია, რომ ფედერალური მთავრობა აწარმოებს კამპანიას ევროკავშირის დონეზე მიზანმიმართული სანქციების დაწესების მოთხოვნით მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებების სერიოზულ დარღვევაზე. თითქოს არჩევნებზე ეუთო-ს გრძელვადიანი დამკვირვებლები არ იყვნენ დაშვებული.

ბუნდესტაგის ოთხი საპარლამენტო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას ეხმაურებიან „ქართულ ოცნებაში“. მათი შეფასებით, ამ განცხადებაში ფაქტობრივი ტყუილებია და შესაბამისად, არანაირი ფასი მას არ აქვს. მათ შორის, „ქართულ ოცნებაში“ ხაზს უსვამენ იმ საკითხს, სადაც ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიაზე საუბარი. ის, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო-ს მისიაში გრძელვადიანი დამკვირვებლები შედიოდნენ. ამის შესახებ ეუთო-ს მიერ 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ პრესრელიზშიც არის აღნიშნული.