ბუნდესტაგის ოპოზიციური ფრაქციის შეკითხვები გერმანიის მთავრობას – შეფასება პოლიტიკურ სპექტრში

15:13, 10.03.2026

გერმანიის ბუნდესტაგში ოპოზიციური ფრაქცია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მთავრობას კითხვებით მიმართავს, რომლებიც მათ შორის საქართველოში LGBTIQ-სა და გენდერის თემატიკის დაფინანსებას ეხება. მოთხოვნაში რამდენჯერმე არის ნახსენები საქართველო, როგორც ქვეყანა, სადაც გერმანიის მთავრობა, ფრაქციის აზრით, სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ერევა.

ფრაქციის შეფასებით, ეს პროექტი, რომელიც „ქართული სამოქალაქო საზოგადოების ევროკავშირთან ინტეგრაციას“ ემსახურება, ლობირებს LGBTIQ უფლებებისა და ე.წ. სქესთა თანასწორ ქორწინებას საქართველოში. დეპუტატებმა გერმანიის მთავრობას ორ დოკუმენტად შეკრებილი კითხვები დაუსვეს, მათ შორის: „რატომ მიიჩნევს გერმანიის მთავრობა საქართველოში მიღებულ LGBTQ კანონს ანტიდემოკრატიულად?“ ან რა სახის „ყალბი ინფორმაცია“ გაავრცელა საქართველოს მთავრობამ ევროკავშირისა და გერმანიის შესახებ და როდის?“ ფრაქცია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ბუნდესტაგში წარდგენილ ორივე დოკუმენტში ამტკიცებს, რომ გერმანიის მთავრობა, მათ შორის გოეთეს ინსტიტუტისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მეშვეობით, ფინანსურად უჭერს მხარს LGBTIQ და გენდერის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ისეთებში, სადაც ეს საქმიანობა ადგილობრივ კანონმდებლობასთან ან ღირებულებებთან შეუთავსებელია. გერმანიის მთავრობამ ამ კითხვებზე პასუხი კანონით განსაზღვრულ ვადაში უნდა წარადგინოს.

 

 

მსგავსი