ბულინგი სკოლებში – შეხვედრა მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებთან
პარლამენტში, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.
დახურულ კარს მიღმა განხილვის მთავარი თემა სკოლებში ბულინგი და კიბერბულინგი იყო. ამასთან მხარეებმა პრევენციულ მექანიზმებზეც იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.