ქართველი სპორტსმენის შეურაცხყოფის მორიგი ფაქტი. საზოგადოების ნაწილის მხრიდან, სიტყვიერი თავდასხმისა და ბულინგის ადრესატი ამჯერად საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრი გიორგი შერმადინი გახდა. უკრაინასთან მატჩის შემდეგ, რომელიც კალათბურთელისთვის ეროვნული ნაკრებში ჩატარებული ბოლო შეხვედრა იყო, გიორგი შერმადინმა გულშემატკივარს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა. ქომაგებს მადლობა გადაუხადა და ნაკრებს წარმატება უსურვა. შერმადინმა საკალათბურთო ნაკრებისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადა ქვეყნის პრემიერ მინისტრსაც, რასაც ტრიბუნებზე მყოფთა ერთ ნაწილის შეძახილები და უკმაყოფილება მოჰყვა. კალათბურთელის გამოსამშვიდობებელი სიტყვა განხილვის თემა გახდა, სოციალურ ქსელსა და პოლიტიკურ წრეებში.