ბულგარეთსა და რუმინეთში „რადიო თავისუფლება“ მაუწყებლობას წყვეტს

„რადიო თავისუფლების“ ბულგარული და რუმინული სერვისები ოპერირებას 31 მარტს შეწყვეტენ. პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივენ კაპუსმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება საბიუჯეტო სირთულეებით არის განპირობებული. „ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიღებულა და პირველ რიგში, მიმდინარე საბიუჯეტო სირთულეებით არის განპირობებული. ჩვენ ვამაყობთ იმ უკომპრომისო და დაბალანსებული ჟურნალისტიკით, რომელსაც აღნიშნული მედია 2019 წელს ბულგარეთსა და რუმინეთში დაბრუნების შემდეგ ქმნიდა. მადლობას ვუხდით ამ გუნდებს აუდიტორიისა და „რადიო თავისუფლების“ ერთგულებისთვის, ამ შვიდი წლის განმავლობაში“, – განაცხადა სტივენ კაპუსმა.