ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება

18:21, 28.08.2026

ბულგარეთის საზღვაო ძალებმა შავ ზღვაში, წმინდა ივანეს კუნძულთან ახლოს, უცნობი დრონი გაანეიტრალეს. ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს  ცნობით, სპეციალიზებულმა საზღვაო სამუშაო ჯგუფმა უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს და მისი განადგურების ოპერაცია წარმატებით განახორციელეს. ჯერჯერობით უცნობია რომელ ქვეყანას ეკუთვნოდა საფრენი აპარატი. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ბულგარეთის სანაპიროსთან ახლოს დრონების აღმოჩენის შემთხვევები გახშირდა.

მსგავსი