ბულგარეთის ეროვნული დღე

საგარეო საქმეთა მინისტრმა ბულგარეთის ეროვნული დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. დავით ზალკალიანმა გამოსვლაში ბულგარელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ბულგარეთს ისტორიული დროიდან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ.

მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე გააკეთა და განაცხადა, რომ სრული პოტენციალის გამოყენება იგეგმება. დავით ზალკალიანმა ასევე ბულგარეთის საელჩოს ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს ფუნქციის წარმატებით დასრულება მიულოცა. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წევრები ესწრებოდნენ.