ბულგარეთი - ევროკავშირის თავმჯდომარე

ევროკავშირის ყველაზე ღარიბი სახელმწიფო ევროკავშირის თავმჯდომარე გახდა. ეს სტატუსი ბულგარეთმა 11-წლიანი ლოდინის შემდეგ მოიპოვა.

ორგანიზაციაში 2007 წელს გაწევრიანებული ქვეყნის რიგი ბრექსიტის გამო ვადაზე ადრე დადგა. ევროკომისიის პრეზიდენტი უკვე სოფიაშია. ვარაუდობენ, რომ ჟან კლოდ იუნკერი ბულგარეთის დედაქალაქში ვიზიტის დროს ევროკავშირის გაფართოების თარიღსაც დაასახელებს.

მოამბე ბულგარეთიდან, ლევან ახალაია მუშაობს სოფიაში, სადაც უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.