ბუკისციხე არქეოლოგიური გათხრების მოლოდინში

21:21, 05.04.2026

საქართველოში არაერთი ციხესიმაგრე თამარ მეფის სახელს ატარებს, ასეთია ბუკისციხეც, თუმცა მეცნიერების ვარაუდით, ამ შემთხვევაში ციხის სახელდება მეფისადმი ხალხის სიყვარულს უკავშირდებოდა, რადგან ისტორიკოსების ვარაუდითა და არქეოლოგიური შესწავლით, ციხის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან ცხოვრობდა, ანტიკურ პერიოდში კი აქ უკვე ქალაქური ტიპის დასახლება გაჩენილა. ციხესიმაგრის უძველესი სამშენებლო ფენა ადრე ფეოდალურ ხანას განეკუთვნება, უახლესი კი – გვიანი შუა საუკუნეებისაა. ომებისა და დროის გავლენით, ციხის დიდი ნაწილი დანგრეულია, თუმცა მაინც ბევრ მნიშვნელოვან ამბავს ინახავს. ძეგლზე არქეოლოგიური გათხრები 1964 წელს, ნიკოლოზ ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა, თუმცა მალევე შეწყდა. სოფელ ბუკისციხის მოსახლეობას სურვილი აქვს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სპეციალისტებმა საფუძვლიანად შეისწავლონ, ადგილობრივებს სჯერათ, რომ მასშტაბური არქეოლოგიური გათხრები ბევრ აქამდე უცნობ და მნიშვნელოვან ისტორიულ სინამდვილეს გააცოცხლებს.

თეა აბსარიძისა და გოგა გახარიას რეპორტაჟი გურიიდან #მოამბერეგიონები

მსგავსი