იშვიათი და ძველი წიგნები და უნიკალური გამოცემები – ბუკინისტებმა წლების განმავლობაში შეგროვებული მდიდარი კოლექციები საგამოფენო დარბაზში წარმოადგინეს. ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზმა ბუკინისტური წიგნის ფესტივალს უმასპინძლა. წარმოდგენილი იყო უძველესი ჟურნალ-გაზეთები და ფოტო-მასალებიც.
საკუთარი კოლექციების ახალი წიგნებით შევსების გარდა, დამთვალიერებელს, სხვადასხვა დროის აფიშების, პოსტერებისა და საბავშვო ლიტერატურის ხილვის შესაძლებლობა ჰქონდა.
ექსპოზიცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში ორი დღე გაგრძელდა.