„ბუდაპეშტის საქსოფონების კვარტეტი“ თბილისში
კლასიკური მუსიკის კიდევ ერთი საღამო.
33-წლიანი ისტორიის მქონე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში მორიგი კონცერტისთვის ემზადებიან. პირველად შესრულდება ცნობილი ქართველი დირიჟორის ახალი ნაწარმოები, რომელიც ბუდაპეშტის საქსოფონების კვარტეტის საიუბილეო თარიღს ეძღვნება. კვარტეტი საქართველოში მეორედ იმყოფება.
ქართული აუდიტორია მოისმენს ნაწარმოებს, რომელიც უნგრეთში 1997 წელს შესრულდა და ამის შემდეგ არავის დაუკრავს. საერთაშორისო ფესტივალი შემოდგომის თბილისი 15 ოქტომბერს კამერული მუსიკის კონცერტით დაიხურება.