ბუდაპეშტის სამშვიდობო სამიტის პერსპექტივა 

მსოფლიო ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის მოლოდინში.

უნგრეთის პრეზიდენტის მხრიდან შეხვედრისთვის აქტიური მზადების დაანონსების ფონზე ოფიციალური ვაშინგტონის და მოსკოვის განცხადებები აუდიენციის გამართვას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. წინა კვირას უკრაინის პირველ პირთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის პროგნოზი ოპტიმისტურია, თუმცა რუსეთის პოზიცია ცეცხლის შეწყვეტას და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ბუნდოვანს ხდის. ფაქტია, რომ წინადადებები და პირობები, რომლებიც თეთრ სახლში ზელენსკის გააცნეს, უთანხმოების საგანია. უკრაინისგან განსხვავებით, მოსკოვი კომპრომისებზე უარს ამბობს. კიევს უსაფრთხოების გარანტიების მიღება სურს, რუსეთი კი უკრაინაზე, მათ შორის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ავიაიერიშებს განაგრძობს. რა ბერკეტებს გამოიყენებს ამერიკის პრეზიდენტი სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის ევროპა დონალდ ტრამპისგან პუტინზე ზეწოლის გაზრდას და ზემოქმედების ბერკეტების გამოყენებას ითხოვს.