გამომშვიდობება ბუბა ხოტივართან.
ცნობილი კინორეჟისორი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტელეფილმების სტუდიასა და კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ მრავალწლიანი საქმიანობის შემდეგ ბოლო პერიოდში კინო-დოკუმენტალისტი საქართველოს კინოაკადემიას ხელმძღვანელობდა. მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი დოკუმენტური ფილმი „მარკოზის სახარებაა“.
როგორც დამდგმელ რეჟისორს, გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები: „ისლამი საქართველოში“, „ლეხაიმ“, „ლაზარეს თავგადასავალი“ და სხვები. კინორეჟისორი კორონავირუსის გართულებით გარდაიცვალა.
ბუბა ხოტივარს კვირას დაკრძალავენ.