ბუბა ხოტივარი დაკრძალეს

კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი უკანასკნელ გზაზე ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გააცილეს. რეჟისორს პატივი მიაგო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმაც. ცნობილი კინორეჟისორი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტელეფილმების სტუდიასა და კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ მრავალწლიანი საქმიანობის შემდეგ, კინო-დოკუმენტალისტი საქართველოს კინოაკადემიას ხელმძღვანელობდა.

მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი დოკუმენტური ფილმი „მარკოზის სახარებაა“. კინორეჟისორი კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებით გარდაიცვალა.

მოამბე

 

დატოვე კომენტარი