ბსუ ინტელექტუალური თამაშის, „რა? სად? როდის?“ გამარჯვებულია

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სამართლებრივ თემაზე პირველი ინტელექტუალური თამაშირა? სად? როდის?“ გაიმართა. გამარჯვებული ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი გახდა. თამაში სასწავლო ცენტრისა და საქართველოს ინტელექტკლუბის „რა? სად? როდის?“ ორგანიზებით ჩატარდა. შეჯიბრებაში სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტებიდან 120 სტუდენტი მონაწილეობდა. ღონისძიების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სიგელები, ხოლო გამარჯვებულ გუნდს – გარდამავალი თასი გადაეცათ.