BSEK-ის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის 42-ე სხდომა და საქართველოს პირველი დიპლომატის სიტყვით გამოსვლა. საგარეო საქმეთა მინისტრების ვირტუალურ შეხვედრაზე, დავით ზალკალიანმა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს, საქართველოში ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები და მიღწეული შედეგები გააცნო.

გამოსვლაში ასევე აღინიშნა, რომ  მოსალოდნელია „კოვიდ-19“-ის შემდგომ პერიოდში, რეგიონის მნიშვნელობის ზრდა, სატრანსპორტო და ენერგეტიკული კავშირების კუთხით. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული მხარე, რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის შემდგომ განვითარებაზე, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს.

 

დატოვე კომენტარი