ბრწყინვალე აღდგომის ზეიმი რეგიონებში

ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობენ რეგიონებშიც.

სადღესასწაულო მსახურება სასულიერო პირებმა ქვეყნის მასშტაბით ყველა ეპარქიაში ჩაატარეს. ტაძრებში წირვა 23:00 საათზე დაიწყო, ღამის 12:00 საათზე კი ლიტანიობა შესრულდა. ტრადიციისამებრ, ლიტანიობის დროს სასულიერო პირებმა და მრევლმა ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით ტაძრის გარშემო მსვლელობა მოაწყვეს და აღდგომის საგალობელი შეასრულეს. წირვის დასრულების შემდეგ ტაძრებში შეკრებილებს მღვდელმსახურებმა ქადაგებითაც მიმართეს.