ბრწყინვალე აღდგომის სადღესასწაულო ლიტურგია ალავერდის საკათედრო ტაძარში
ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნავად ხალხმრავლობა იყო ალავერდის საკათედრო ტაძარში. სადღესასწაულო ლიტურგია წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა, ეპარქიის სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ, მეუფე დავითმა მრევლს ქადაგებით მიმართა და ქრისტეს აღდგომის მნიშვნელობაზე ისაუბრა.