ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული

აღდგომის დღესასწაული კორონავირუსის პანდემიის ფონზე.

საქართველოს ეკლესია-მონასტრებში სააღდგომო ლიტურგია წელს პირველად, სპეციალური წესების დაცვით ჩატარდა. სპეციალისტების რჩევების გათვალისწინებით, ტაძრებში მრევლი ლიტურგიას ორმეტრიანი დისტანციით ესწრებოდა. ასეთივე მდგომარეობა იყო სამების ტაძარში, სადაც სადღესასწაულო წირვა უწმინდესმა ჩაატარა. პატრიარქმა სააღდგომო ეპისტოლეში ყურადღება მსოფლიოს მთავარ გამოწვევაზე და ამ მხრივ საქართველოში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა.