ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული ვატიკანში

ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით მორწმუნეა შეკრებილი. თუმცა, საზეიმო მესას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ უძღვება პაპი ფრანცისკე, რაც მისი პონტიფიკოსობის განმავლობაში პირველი შემთხვევაა. წირვა კარდინალმა ანჯელო კომასტრიმ ჩაატარა. პაპი მორწმუნეების წინაშე, წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივანზე გამოჩნდა და მათ აღდგომის დადგომა მიულოცა. ტრადიცული „ურბი ეთ ორბი“ მიმართვა კი პაპის ნაცვლად, ღვთისმსახურმა წაიკითხა. ქადაგებაში რომის პაპმა ყურადღება გაამახვილა გლობალურ კონფლიქტებზე, ჰუმანიტარულ კრიზისებსა და მშვიდობის აუცილებლობაზე.​ მან ისაუბრა, ღაზის სექტორსა და იემენში არსებულ უმძიმეს ჰუმანიტარულ კრიზისზე და ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე. ყურადღება გაამახვილა ასევე უკრაინის თემაზე და მშვიდობის მალე დადგომა ისურვა. რომის პაპმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბოლოოდ ხელი მოეწერება სამშვიდობო შეთანხმებას. ქადაგებაში პაპი ასევე აღნიშნავს, რომ შეუძლებელია მშვიდობა, რელიგიის თავისუფლების, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებისა და სხვათა შეხედულებების პატივისცემის გარეშე. პაპმა მსოფლიო ლიდერებს დიალოგისა და მშვიდობის გზების ძიებისკენ მოუწოდა.