ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული – შს მინისტრის მილოცვა
შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა. გეკა გელაძე ღამით პირველი მთავარი სამმართველოს ბაზაზე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მივიდა და მორიგე თანამშრომლები მოინახულა. მინისტრმა მათ სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. დღესვე გეკა გელაძე დაცვის პოლიციისა და დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტებსაც ეწვია, თანამშრომლებს შეხვდა, დღესასწაული მიულოცა და მადლობა გადაუხადა.