ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული ალავერდის ტაძარში

ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული ალავერდის საკათედრო ტაძარში აღდგომის სადღესასწაულო ლიტურგია ალავერდელმა მიტროპოლიტმა აბბა დავითმა ეპარქიის სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. სადღესასწაულო წირვაზე ტაძარში ტრადიციულად დიდი რაოდენობის მრევლი შეიკრიბა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მეუფემ ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა და აღდგომის დღესასწაული მიულოცა.