სააღდგომო ღვთისმსახურება სიონის საპატრიარქო ტაძარში

12:08, 12.04.2026

სიონის საპატრიარქო ტაძარში ღვთისმსახურება 23:00 საათზე დაიწყო. მრევლი ეკლესიაში სანთლებით და ილია მეორის ფოტოებით მივიდა. ეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებიდან პირველი აღდგომაა, შესაბამისად სწორედ ასე გამოხატეს მორწმუნებმა უწმინდესის მიმართ პატივისცემა. სიონის ტაძარში წირვას დაესწრნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც- მათ შორის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი.

მსგავსი