ქრისტიანული სამყარო დღეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს.
სააღდგომო ღვთისმსახურება ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა. საზეიმო წირვა სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიოსთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. ლიტურგიის მიმდინარეობისას წაიკითეს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე, რომელიც ტრადიციულად საზოგადოებრივი და სულიერი შინაარსის გზავნილია. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც უწმინდესმა და უნეტარესმა ყურადღება გაამახვილა, მშვიდობა იყო.