ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს. საზეიმო ღვთისმსახურება ღამით საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში შესრულდა. წელს სააღდგომო ლიტურგია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში აღავლინა და წირვის ბოლოს სააღდგომო ეპისტოლეც წაიკითხა. სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა ეპისტოლეს დიდი ნაწილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მიუძღვნა და ილია მეორის ღვაწლზე ისაუბრა. მრევლი ეკლესიაში სანთლებით და ილია მეორის ფოტოებით მივიდა. ეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებიდან პირველი აღდგომაა, შესაბამისად სწორედ ასე გამოხატეს მორწმუნეებმა უწმინდესის მიმართ პატივისცემა. სიონის ტაძარში წირვას დაესწრნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც.