აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმეს ზუგდიდშიც. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ, სააღდგომო ლიტურგია, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში აღავლინა. ლიტურგიის დაწყებამდე, ტაძრის გარშემო ლიტანიობა შესრულდა. სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად, ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით აღდგომის საგალობელი იგალობეს. ზუგდიდის მსგავსად, სააღდგომო მსახურება სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონის ყველა მოქმედ ტაძარში შესრულდა.