ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალი დასრულდა

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10-წლიანი თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები, – ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალი დასრულდა. კოლეგა მინისტრებს სიტყვით მიმართა დავით ზალკალიანმა. ქართველმა დიპლომატმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მინისტრებმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ განვლილი 10 წელი შეაფასეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.